პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მონბლანი

ლაჟვარდის გული,
მდევივით ტანი!
გაბრწყინვებული
მოსჩანს მონბლანი.
იგი დგას მშვიდად
და უმოძრაოდ
მშვიდი სიდიდით,
მშვიდი საოცრად.

ადიდებული
მოგრგვინავს რონა,
გააფთრებული
ვეფხვი მეგონა,
ჰქუხს ტალღათ რიგით
რისხვად და მოსვრად
მწყრალი სასტიკად,
მწყრალი საოცრად!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button