პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მონმარტრზე

მონმარტრზე, სადაც ჩვეული
იფერფლებიან ღამენი,
ხელიხელ გადახვეული
იმღერის ორი გამენი:

„პარიზში ნუ ეძლევი დარდს
რომ დავაშინოთ სნობები
ჩვენ ყველა აფრიკაში ვართ,
ყველა ვართ ეთიოპები“.

ულევი, უანგარიშო,
შიშის და ჟრჟოლის ამტანი –
შენს არე-მარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფეშანტანი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button