პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მშვიდზე მშვიდი

მშვიდზე მშვიდი
ცხრაას შვიდი,
უეცარი
ომის ზარი.

იყო მწარე
ჩვენი შარის
შეშფოთება
უზეცარი.

სევდიანად
შეწყდა ნანა –
სადაც ყანა
იყო წყნარი.

მოჰყვა მკაცრი
კარპატები,
მერე კრემლი
და ხანძარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button