პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნათქვამია – ხელი ხელს ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ნათქვამია – ხელი ხელს
ორივე კი პირსა ჰბანსო,
გეგმა უნდა შევასრულოთ
საწარმოო-საფინანსო.
დაკვრით ვნახოთ, რასაც იქმს
დღე ღამით და ღამე დღისით,
რიგი რიგებს, რიგი რიგს,
რომ შეივსოს დანაკლისი.
ჩამორჩენილობა – ძირს!
ყოველ მანქანაზე მდეგმა
უნდა სძლიოს ყველა ჭირს,
უნდა შეასრულოს გეგმა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button