პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ნორჩი ყვავილი

ველზე ვიწექი.. წყნარი სევდა გულზე დებული…
ნაზად მარხევდა, როგორც ფოთოლს ზაფხულის ქარი,
ცის ნეტარ ტატნობს გავსცქეროდი გარინდებული,
სადაც მიწვევდა საოცნებოდ ვარსკვლავთ ლაშქარი.

ჩემს გვერდით თრთოდა, ძირს ხრიდა თავს ნორჩი ყვავილი..
სუნთქვა ვნებისა სურნელებად მეხვეოდა – გარს,
დამჩურჩულებდა: „შენს ხსოვნაში ვივლი და ვივლი,
ნუ ემონები სხვა ოცნებას, ნუ ჰქმნი სხვა სიზმარს“…

ცა ჩამობნელდა.. მთვარე გაჰქრა, ყვავილიც მოკვდა…
დამწვით.. დამდაგეთ.. წარმიტაცეთ, შავო ლანდებო…
წმიდა ტაძარი სიყვარულის მწვერვალს ჩამოსცდა…
ვისთვის ვიმღერო… რად ვიცოცხლო, რად ვიარსებო?!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button