9 ყველაზე გავრცელებული სიზმარი და მათი მნიშვნელობა
ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, იან უოლესმა თავისი კლიენტების 200 000-ზე მეტი სიზმარი შეისწავლა, მათ შორის ყველაზე ხშირად გამეორებული თემები გამოყო და მათი მნიშვნელობა განსაზღვრა. აი, რა დასკვნამდე მივიდა იგი:
სიზმარი: ვიღაც მოგდევთ
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავს სიზმრებს ისინი ხედავენ, ვინც რეალურ ცხოვრებაში სირთულეებს გაურბის. მათი რჩევით, ერთადერთი გზა, ამ პრობლემას გაექცეთ არის ის, რომ ისწავლოთ პრობლემების გადაჭრა.
სიზმარი: თქვენ დირექტორი ხართ
გენერალური დირექტორი, პრეზიდენტი, მეფე, შეიხი … როგორც გაირკვა, ასეთ ტიტულებს არა ამბიციური კარიერისტები, არამედ ის ადამიანები ხედავენ, რომლებიც საკუთარ უძლურობას სწორედ სიზმარში ინაზღაურებენ.
სიზმარი: თქვენ დაფრინავთ
ფრენის ქვეშ ფსიქოლოგები თავისუფლებას მოიაზრებენ. თქვენ მაღალი მიზნების შესახვედრად ემზადებით, რომლებიც დაისახეთ.
სიზმარი: საყვარელი ადამიანი გღალატობთ
პარტნიორის რეალურ ერთგულებას ამ შემთხვევაში არანაირი საერთო არ აქვს სიზმართან. როგორც წესი, ასეთ სიზმრებს მაშინ ხედავთ, როდესაც თავდაჯერება გაკლიათ. ნუ შეაწუხებთ საყვარელი ადამიანს კითხვებით, ეცადეთ საკუთარ თავში რწმენა დაიბრუნოთ.
სიზმარი: თქვენ მოკვდით
ყველაზე უსიამოვნო კოშმარის ხალხური ინტერპრეტაცია საკმაოდ პოზიტიურია – დიდხანს იცოცხლებთ! თუმცა, ესეც მითია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ სიზმრის ნახვა იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეწყვეტა გსურთ – ურთიერთობის, სამსახურის ან სულაც წარსულის, ან სულაც გსურთ, რომ რაღაც სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.
სიზმარი: თქვენ ვარდებით
ეს სიზმარი ერთპიროვნულად ნერვული სისტემის ერთგვარი „ზარია“: ადამიანი გამუდმებით აწყდება სირთულეებს ან მისი ცხოვრების რაღაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. ამ სიზმრის სხვაგვარი ახსნა ის არის, რომ თქვენ დაუცველობის შეგრძნება გაქვთ.
სიზმარი: თქვენ დაკარგეთ ხმა
ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ სიზმარი, არამედ „სიზმრის პარალიჩის“ რეალური ეფექტი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს უცებ გამოღვიძებულ ადამიანს არ შეუძლია გამოძრავება, ლაპარაკი და ხანდახან სუნთქვაც კი. მსგავსი აშლილობა პლანეტის მოსახლეობის 7%-ს მუდმივად ემართება, თუმცა ერთხელ მაინც ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს.
სიზმარი: თქვენ შიშველი ხართ
ასეთი სიზმარი რეალურ ცხოვრებაში სირცხვილის შეგრძნებასთან ასოცირდება. ხშირად ეს თქვენი მისამართით წამოსული შეცდომებისა და ბრალდებებისგან გამომდინარეობს.
სიზმარი: კბილები გცვივათ
ამ ერთი შეხევდით მხოლოდ ვიზუალური დატვირთვის მქონე სიზმარს შესაძლოა უფრო ღრმა აზრი ჰქონდეს. პირველ რიგში გაეცით პასუხი კითხვაზე: „ემოციური ადამიანი ხართ?“
ფსიქოლოგები ამ ყველაფრის ინტერპრეტირებას დაუცველობის სინდრომთან აკეთებენ. თუმცა, მათი ნაწილი მას სხვა დატვირთვას აძლევს – ქალებს ამ დროს დაორსულების ეშინიათ.
primetimenews.ge