პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – რუს პოეტს

ნიაღვარივით მოსკდა ზღაპარი
შორეულ ქალის, მომაკვდავ გედის.
ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი,
პალადინები ერთი იმედის.
თითქო ერთგვარად ხედავდა თვალი,
დაბინდებული ნისლით და ყინვით,
და ერთნაირად ვიყავით მთვრალი:
შენ – შენი თოვლით, მე – ჩემი ღვინით.
მივმართავ ბალმონტს, მივმართავ ბელლის,
რომ არ გვაშორებს მხოლოდ სართული,
უდაბურება კალუგის ველის
და მწუხარება ჩვენი, ქართული.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button