რა არის წინასწარმეტყველური სიზმარი და როგორ გამოვარჩიოთ იგი სხვა სიზმრებისაგან?
სიზმრები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხშირად ამახსოვრდება ძილში ნანახი. ამიტომ, ბუნებრივია, თუ გაჩნდება კითხვა, როდის შეიძლება ადამიანმა წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოს, ან ახდება თუ არა ესა თუ ის სიზმარი?
წინასწარმეტყვეოლურ სიზმრებს „გამოცხადებას“ უწოდებენ. გამოცხადება არის სიზმრის ნაწილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ზუსტად ისე ხდება, როგორც ძილში ნანახი.
თუ თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, გიყვართ ოცნება და კარგად გამოგდით სხვადასხვა ისტორიების შეთხზვა, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ნათელი და მკაფიო სიზმრები გესიზმრებათ. მკვლევარების თქმით, მეოცნებე ადამიანებს ტვინის ის ნაწილი აქტიურად უმუშავებთ, რომლებიც სიზმრებსა და წარმოსახვას განაგებს, ამ ნაწილის აქტიური მუშაობით კი ფანტაზიის და გამოცხადების მკვეთრი ჩამოყალიბება გაცილებით მარტივია. მეოცნებე ადამიანები გაცილებით ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ვიდრე სხვა დანარჩენები.
„გამოცხადებების“ ნახვა ასევე ხშირად შეუძლია იმ კატეგორიას, ვინც დაკავებულია სპირიტული რიტუალებითა და მედიტაციით, რადგან ამ სეგმენტს კარგად შეუძლია საკუთარი ფანტაზიის გაღრმავებაზე მუშაობა, ფანტაზიის აქტიურობა კი ტვინის იგივე უბნის აქტივობას ნიშნავს.
მიუხედევად იმისა, რომ არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არის იმისა, რომ სიზმრის ახდენა შესაძლებელია, უამრავი ადამიანი ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ძილში ნანახი ხშირად ცხადად ახდენია. ქრისტიანული ეკლესია სიზმრის ფენომენს არ აღიარებს, თუმცა ისიც ცხადია, რომ რეალობად ქცეული „გამოცხადება“ უმრავლესობას აზრს საპირისპიროდ უცვლის.
რა არის წინასწარმეტყველური სიზმარი და როგორ გამოვარჩიოთ იგი სხვა სიზმრებისაგან? – წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ მეექვსე გრძნობა, ე.წ. ინტუიცია. მეექვსე გრძნობის აქტივობა ტვინის იმ უბნის აქტვობასთან შედის კავშირში, რომელიც სიზმრებს განაგებს. წინასწარმეტყველური სიზმრის გამორჩევა კი სხვა, რიგითი სიზმრისგან მარტივია – ეს ხილვა იმდენად ცხადია, რომ გამოღვიძების შემდეგ კადრები და სიზმრად ნანახი შეგძნებები მალ-მალე გახსენებთ თავს.
გარდა ამისა, მეცნიერები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ სიზმრის შინაარსითა და წყობით ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა მარტივადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები უფრო სარწმუნო იყოს, ამისათვის საჭიროა დარწმუნებული იყოთ, რომ სხვა მძაფრი ემოციური ფონის ქვეშ არ იმყოფებით და ეს „გამოცხადება“ რეალურია. წინასწარმეტყველურ სიზმრებს განსაკუთრებით აქტიურად პოეტები, მხატვრები და მუსიკოსები ხედავენ. ასეთი სიზმრები არაერთხელ გამხდარა მათთვის ინსპირაციის წყარო. რადგან მარტო სიზმრის ახდენაში როდია საქმე, ასეთი კატეგორიის სიზმრები სხვადასხვა შეგრძნებას იწვევს და რეალობას გწყვეტს. სალვადორ დალის შემოქმედება მთლიანად სურეალიზმია. მხატვარი სკამზე იძინებდა რკინის ფულით ხელში, ქვევით კი ლანგარს დებდა, რათა ძილში წასულს ხურდა რომ გაუვარდებოდა, ხმაური უცაბედად გამოაღვიძებდა და რადგანაც ასე მოულოდნელად გაღვიძებულ მდგომარეობაში უფრო მარტივად იმახსოვრებენ სიზმრებს, დალიც სწორედ იმას დახატავდა, რასაც იმ მომენტში, გამოღვიძებამდე ნახავდა.
ლილე შუკვანი
droni.ge