ისტორია

I მსოფლიო ომი (1914-1918)

პირველი მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი “წინგაშვების” შიში იყო.

1871 წელს ახლად გაერთიანებული გერმანია ეკონომიკურად მალე დაწინაურდა  19-ე საუკუნის ბოლოს გერმანიას გაუჩნდა ინტერესები ზღვისგადაღმა კოლონიების მიმართ და მან შექმნა კიდეც ინგლისსა და საფრანგეთთან შედარებით მცირე კოლონიური იმპერია. გერმანია ცდილობდა  საკუთარი ძალისა და მსოფლიოში გავლენის ზრდას.

დიდმა ბრიტანეთმა მალევე შეამჩნია  მსოფლიო ბაზარზე გერმანიის მზარდი ეკონომიკური ძალის მეტოქეობის საფრთხე. ლონდონისთვის აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის “უკანასკნელი ზარი” აღმოჩნდა გერმანიის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობის დაწყება 1898 წელს.

ამის გამო ბრიტანეთს უნდა მოენახა მოკავშირე გერმანიის წინააღმდეგ, ასეთი აღმოჩნდა საფრანგეთი, რომელსაც თავის მხრივ სურდა შური ეძია 1870-71 წლებში პრუსიასთან წაგებულ ომში დაკარგულ ტერიტორიაზე – ალზასი და ლორენი (გერმანულად  ელზასი და ლოთარინგია)

ევროპის სამივე დიდი სახელმწიფო მზად იყო იარაღის ძალით მოეშორებინა კონკურენტები. გერმანიის მიერ “ხმლის გალესვის” პოლიტიკამ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და რუსეთის იმპერიას ურთიერთდაახლოებისკენ უბიძგა.

1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც ანტანტა ეწოდა , რაც ქართულად “გულითად შეთანხმებას” ნიშნავს. საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ კავშირში რუსეთთან.

რუსეთი, ევროპაში სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსათ, მსოფლიოში  საკუთარი ძალის გაზრდას და გავლენის გაფართოებას ცდილობდა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო “თბილ ზღვაზე” (ხმელთაშუა ზღვაზე) გასასვლელის მოპოვება, რაც ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდებას გულისხმობდა, ამისთვის მას უნდა  გაეძევებინა ამ ტერიტორიიდან ოსმალები , უპირველეს ყოვლისა “მოძმე სლავი ხალხების” დახმარებით ცდილობდა ამის გაკეთებას. ამით მან ორი მტერი შეიძინა , ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი. 

იაპონიასთან 1904-5 წლების ომში დამარცხებამ აიძულა რუსეთი, მოკავშირეები ეძებნა, ამიტომაც ის დათანხმდა ბოლო მოეღო ბრიტანეთთან თავის მეტოქეობას ცენტრალურ აზიაში, სპარსეთსა და ტიბეთში. 1907 წელს რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა “ანგლო-რუსული ანტანტის” ხელშეკრულება დადეს. მათ გავლენის ზონებად დაყვეს სპარსეთი და შუა “ნეიტრალური ზონა” დატოვეს, ხოლო ავღანეთი ბუფერულ ზონად გამოცხადდა, ტიბეტი ჩინეთს გადასცეს.

სამი ქვეყნის – საფრანგეთი რუსეთი და ბრიტანეთის ალიანსს “სამი ქვეყნის ანტანტა დაერქვა”

ამ კავშირს დაუპირისპირდა “ცენტრალური სახელმწიფოების” ალიანსი, რომელშიც შედიოდა ავსტრია-უნგრეთი, რადგან ის მიიჩნევდა ბალკანეთს თავისი გავლენის სფეროდ, რაც  რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამ კავშირში შევიდა გერმანიამ ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი, ბულგარეთი. 1882 წლიდან გერმანიასა და ავსტირას უკვე ჰქონდათ სამხედრო კავშირი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზად იქცა 1914 წლის 28 ივნისს გავრილო პრინციპის მიერ სარაიევოში ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა.

ომის პირველი ეტაპი გერმანიის დაწინაურებით დაიწო, მაგრამ მათი წინსვლა  ფრანგულ-ბრიტანულმა ჯარებმა მარნასთან, პარიზის მახლობლად შეაჩერეს. ამის შემდეგ ომი მობილუ სტადიაში გადადის და გერმანიას ევროპაში ორი პრონტი გაუხსნეს :  დასავლეთით – საფრანგეთის ტერიტორიაზე , ხოლო აღმოსავლეთით- რუსეთთან, ძირითადად პოლონეთის ტერიტორიაზე.

ოსმალეთის ტერიტორიაზე მყოფი სრუტეების ჩაკეტვა გადაწყვიტეს თურქებმა , რითიც რუსეთი ეკონომიკურ ბოლოკადაში მოყვა. ამას მოყვა ოსმალეთის მიერ  ოდესის ნავსასდგურის მოულოდნელი დაბობმვა, რის გამოც რუსეთმა ოსმალეთს 1914 წლის 2 ნოემბერს ომი გამოუცხადა. 1914  წ სარიყამიშის ომი ყველაზე მსხვერპლიანი აღმოჩნდა თურქებისთვის, ხოლო უკვე 1915-16 წლებში ერზრუმი ვანი და ტრაპოზონი რუსების ხელში აღმოჩნდა. 1917 წელს რუსები სტამბოლზე შეტევას აპირებდნენ, მაგრამ შიდაარეულობამ ეს გეგმა ჩაშალა, 1918 წლისთვის კი რუსეთმა კავკასია დატოვა.

1915 წლის თებერვალში  ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ ქარუმატებლად სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკულძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხეს, მაგრამ ოსმალებმა, რომლებსაც გერმანელი სარდალი, ლიმან ფონ სანდერსი სარდლობდა, თავგანწირული წინააღმდეგობა გასწია. გალიპოლის ოპერაციამ ანტანტისთვის უსახელოდ ჩაიარა.  ოსმალეთის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა მუსტაფა ქემალ ფაშამ, რომელიც 1923 წელს თურქეთის პრეზიდენტი გახდა, მან ათათურქი დაირქვა.

აღმოსავლეთ პრონტზე ბრიტანეთი გააქტიურდა, მან 1916 წელს არაბები აუჯანყა ოსმალებს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს დამასკო და ბეირუთი.

ომის დროს პირველად ქიმიური იარაღი იპრთან გამოიყენეს.

ტანკი პირველად ბრიტანელებმა გამოიყვანეს.

1915 წელს “ლუზიტანიას” გემი გერმანიის ფლოტმა ჩაძირა, რომელშიც რამოდენიმე ამერიკელი იმყოფებოდა, ამას დაემატა “ციმერმანის დეპეშა” , რომეელშიც გერმანია მექსიკას ამერიკის ამერიკის მიერ წართმეული მიწების დაბრუნებას ჰპირდებოდა ომში გერმანიის მხარეზე ჩაბმის შემთხვევაში. ამ მიზეზების გამო ამერიკა ჩაება მსოფლიო ომში.

უდიდესი საზღვაო ბრძოლა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაიმართა სკაგერაკის სრუტეში, 1916 წელს.

განსაკუთრებით სისხლისმღვრელი იყო ვერდენის ბრძოლა, რომელშიც ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

1918 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის სეპარატული ზავი, რითიც რუსეთი (შიდაომებით დასუსტებული) გამოეთიშა მსოფლიო ომს. 1918 წლისთვის გერმანიის ყველა მოკავშირე მიყოლებით დაუზავდა ანტანტას.  1918 წლის 11 ნოემბერს ცეცხლი შეწყდა, ომი დასრულდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button