ისტორია

ვიეტნამის ომი

საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ (შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური იარაღი – დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მხოლოდ 1975 წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი, სამხ.ვიეტნამმა – 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა- 1მლნ.ადამიანი).

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button