პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე საკითხი იბადება ..

საკითხი იბადება, ჩვენაც შევისწავლეთ ის.
რაა ხელის დადება, შუქი აღმოსავლეთის?
შუქი დასავლეთიდან: პიროვნების იდეა,
ისეთია, ვერ იტყვი: ნახე, რა სიდიდეა.
იგრძენ ეს მსხვერპლი არის, ეს კიდევ ობობაა,
ორი დაჯახებული მიმდინარეობაა.
არის სანატორია, არის კიდევ ნაძვები,
არის მტკიცე და არის – პოეზია მბაძველი.
პოლიტიკურ ლირიკას ვერ ედრება ქალური,
ვერც ახალი ჯგუფები და ვერც ნეიტრალური
ბაირონი და მისი ყოველგვარი ჯგუფები…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button