პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პროლოგი 100 ლექსის

რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:
იმ საშინელ წელს – პოეტი-მეფე –
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,
ჰანგების მეფე – დიდი სენ-სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი…
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი –
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,
რომ გამომევლო ჯერარსმენილი
ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა
და მომეტანა საქართველოში
სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button