პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჟენევის პირად მდგარო ტირიფო!

ციკლიდან „პაციფიზმი“

ჟენევის პირად მდგარო ტირიფო,
გარს რომ გეხვევა
ტალღათა ქაფი,
ორიღა ფესვი ძლივასღა გიჭერს,
ძლივსღა გიმაგრებს
ეს ორი ძაფი.
როს ნიაღვარი დაიქუხებდა,
გეგონებოდა:
მოვკვდი, მწარეა!
მაგრამ გრიგალი გადაივლიდა,
შენ კი რჩებოდი…
საოცარია!
ახლა ზეფირსაც კი ვერ გაუძლებ,
თუმცა ქარიშხალს
წინად გაუძელ.
მოსწყდა ფესვები, მდინარეს გაჰყვა
დრო უსასოო
და უსაფუძვლო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button