პოეზია

ლეო ნაფტა – Nausea

ეს კანი ვერასდროს ისუნთქებს მიწასთან
ეს კანი ვერასდროს აიღებს გეზს მიწისკენ
ამ კანისთვის უცხო არ არის ვარსკვლავებიან
და კანისთვის არ არსებობს დამახსოვრება

ეს კანი იტევს მატარებლის ხმას და სურათებს
ეს კანი იტევს ფოთლებს და მის ჩამომხმარ ზედაპირს
ეს კანი იტევს ხეებს, ვერასდროს გახარებულ და
გაყვითლებულ ფოთლებთან ერთად.

ეს მიწა იტანს ამდენ დახეთქებულს ასფალტზე
ეს მიწა არასდროს გვასწავლის როგორ ვეძებოთ
ეს მიწა გაიტანს იმ ნაგავს რომელსაც ვესვრით
ეს მიწა არასდროს დამთავრდება, ეს მიწა –

ერთი დღით დამიტოვებს თქვენ გარეშე გარეშე
რამდენიმე წამით ფარდაგებს გადავწევ
და მასთან ერთად, როგორც მისი სული, ან სხეული
როგორც მატლი შემოვძვრები შენთან, კისერს –

გავწელავ და ვეცდები მაკოცო. ვეცდები ისე
გავწელო ჩემი კისერი რომ შენც გისუნთქო,
ვეცდები, ისე გისუნო კისერთან გადაწეულ თმასთან
რომ ვერ გაიგებ, ან თუ გაიგე – ისევ გეყვარები –

იმ მოქანავე სავრძელთან, იმ დავარდნილ და
ჩამოწელილ გადსაფარებელთან, დინამიკთან,
კართან, რომელიც ყოველთვის მამის ფურთხით
იღება და ვეღარასდროს გამართულ ზურგთან

მათ ძინავთ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button