პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რაც ოცნებებმა მზიურ-ჰყვეს ..
რაც ოცნებებმა მზიურ-ჰყვეს,
ის მხარეებმა მიუყვეს –
რაც აძლევს ზეცას სინათლეს,
რაც აძლევს მიწას სიუხვეს –
ნაყოფითა და ხვავებით
მოსუნთქვით, ამოზღვავებით –
ხვნა-თესვით უერთგულესით
და თესლის ამოყვავებით –
რარიგ ნამყენი ვაზისა –
ლხენის ცრემლების ნაზისა –
თვალს ხიბლავს…