პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სამხედრო გზაზე

განთიადისას საქართველოს სამხედრო გზაზე
მიეშურება ქალაქისკენ ზანტი ურმები;
მოაქვთ კაკალი, მოაქვთ ღვინო, მოაქვთ ხორბალი –
სიმძიმით მწარედ იგრიხება ურმის ბორბალი.
გამოიარეს წყალთ ნაპირად სიმწვანე ტყეთა…
გამოჩნდა მცხეთა.
„ე, რამოდენა სახლებია,
ვინ ააშენა ამდენი სახლი?!“
უცებ ქალაქის გზიდან მოჰქრის ავტომობილი,
ჰკივის და ანჩხლობს, კამეჩებს აფრთხობს:
„რამ გადარია?!“
უცებ მოისმა სიშორეში მძლავრი ზუზუნი –
ეხლა მაღლა ფრენს არა ჩიტი, არამედ სახლი…
გათენდა კიდეც. საშიშროება შორს გადითესა,
მაშინ ამღერდა ჩვენებაანთ ბიჭი ქიტესა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button