პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სიონის მტრედო!
სიონის მტრედო, სამოთხის ვარდო,
ტრფობას გიგზავნი – შენსკენ რბის ქარი,
მახსოვს, დილით მზე ამოდიოდა
და იმ მზეს კი შენ ამოასწარი!
გაჰქრა ნაღველი.. დაყუჩდა წყლული,
ალერსმა ნისლი სულს გადახადა,
სიონის მტრედო, სამოთხის ვარდო,
გელი, გეძახი, სადა ხარ, სადა!
ღრუბლიან დღესა შენ განმინათებ,
და თუ ვერ გნახე ახლო მოსული,
თუნდ ციდან ცხრა მზემ გადმოანათოს,
არ გამითბება მაინც ეს გული.