განხილვაესე

ნესტანის დედა-დედოფლის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანში“ დახატული ეპიზოდური პერსონაჟებიდან საინტერესოა ნესტანის დედა-დედოფლის მხატვრული სახე. მას რუსთაველი სახელით არ იხსენებს. ალბათ, იმიტომ, რომ ფარსადანთან შეთანხმებულად მოქმედი დედოფალიც არის დამნაშავე იმაში, რომ სახელმწიფო ლამის კატასტროფის პირას მივიდა და უმემკვიდროდ დარჩა. მეფე-დედოფლის პოლიტიკურმა შეცდომებმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა ინდოეთი დაღუპვის პირამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, ფარსადანი ამ ნაბიჯებს დედოფალთან შეთანხმებით დგამდა. ისინი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს და ყველა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებასაც ერთად იღებდნენ. ამის დასტურად გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ფარსადანმა ვაზირები, მათ შორის – ტარიელიც, დაიბარა ვითომ სათათბიროდ ნესტანისთვის სასიძოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ტარიელი შენიშნავს: „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.“ დედოფალი უყოყმანოდ დაეთანხმა ფარსადანს, აღნიშნა, რომ ხვარაზმშას შვილზე უკეთეს სასიძოს ისინი ნესტანისთვის ვერ ნახავდნენ. სავარაუდოა, რომ ის ამასთან დაკავშირებით ქალიშვილის აზრით არც დაინტერესებულა და საერთოდ, ნესტანთან რაიმე სულიერი სიახლოვე მას არ გააჩნია, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შვილი აღსაზრდელადაც დავარ-ქაჯს მიაბარა. ასე, დედოფლის მოქმედების მიხედვით იკვეთება მისი ხასიათი, დამოკიდებულება ნესტანისადმი. ჩვენ ვხედავთ მეუღლის ნება-სურვილის უსიტყვო მორჩილსა და შემსრულებელ ქალს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button