როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი?
მაშინ როდესაც თავს ყველა მხრიდან გრიპები და ვირუსები გვესხმიან?ყველაზე აუცილებელია იმუნიტეტი მოვიყვანოთ მწყობრში და ამისთვის რამდენიმე საკმაოდ მარტივი და ჯანსაღი გზა არსებობს
1)შევიყვაროთ ვიტამინი C რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად მივიღოთ გრეიფუტი, ფორთოხალი, ლიმონი ყველა სახის ციტრუსი
2)მიაქციეთ ყურადღება თქვენს აქტიურობას და ეცადეთ იმოძრაოთ ბევრი და რაც მთავარია დღეში 2 ლიტრი წყალი! აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, შეგიძლიათ სითხეში საყვარელი ციტრუსიც მოათავსოთ უფრო სასიამოვნო გახდება წყლის მიღების პროცესი.
3)ყოველ დილით ეცადეთ მიიღოთ თაფლი ერთი კოვზი მაინც ან წინა ღამით დააყენოთ წყალი ერთი კოვზი თაფლით და ლიმონის წვენით
4)შეეცადეთ რაციონში შეიტანოთ დიდი რაოდენობით კენკრა, სტაფილო, ზღვის პროდუქტები, თაფლი, ნიორი, მწვანე და შავი ჩაი და სხვა.
ახლა კი შემოგთავაზებთ იმუნიტეტის ასამაღლებელ მიქსს რომელსაც ყოველწელს მივირთმევ და მართლაც საუკეთესო საშუალებაა. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გარგლის, ქლიავის უკურკო ჩირი, ქიშმიში ნიგოზი და ლიმონი. ყველა ინგრედიენტს გაატარებთ ხორსაკეპში და ბოლოს აურევთ თაფლში ამ გატარებულ მიღებულ მასას .ეს ნარევი ავსებს ორგანისმს ყველა საქირო ვიტამინით და ძალიან გემრიელიცაა