როდესაც ვფიქრობთ თუ როგორღა უნდა გაგვაოცოს გენიალურმა ლეონარდო და ვინჩიმ, საკმარისია დავუბრუნდეთ იდუმალებით მოცულ და მრავალი საიდუმლოს შემცველ “საიდუმლო სერობას”. ?️ ეს დიდებული ნახატი შეიცავს საიდუმლო მუსიკას, რომელიც იტალიელმა მუსიკოსმა ჯოვანი მარია პალამ 2007 წელს აღმოაჩინა. ? თუ ნახატზე სანოტო სისტემას დავხაზავთ, იესო ქრისტეს და მოციქულების ხელები მაგიდაზე დადებულ პურთან ერთად მუსიკალურ ნოტებს შექმნიან, რომლებიც აბსოლუტურად გასაგები გახდება, თუ მათ მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხავთ. ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩი თავის ნახატებს მარჯვნიდან მარცხნივ ხატავდა. ნამუშევარზე არსებული სხვა მინიშნებები გვამცნობს ნელ მუსიკალურ რიტმს და ყოველი ნოტის ხანგრძლივობას. საბოლოოდ კი იქმნება 40 წამიანი ჰიმნი, რომლის შესრულებაც, იტალიელი მუსიკოსის მტკიცებით, ორღანზეა სასურველი. ჯოვანი მარია პალას მოსაზრებას იზიარებენ სხვა სპეციალისტებიც, რადგან მათი თქმით, ნახატზე სივრცე ჰარმონიულად არის დანაწილებული და იქ, სადაც ჰარმონიაა, მუსიკის პოვნაც ადვილად არის შესაძლებელი.
Related Articles
Check Also
Close - მანანა თევზაძე – “რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის”თებერვალი 9, 2021