პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ქალაქი სიბნელეში
მე მოვდივარ
მკვდარი ქალაქისაკენ,
მას ორად გაუპეს გული,
არ ისმის სიმღერები,
არ ისმის სიცილი,
არვინ საუბრობს,
არვინ მოძრაობს.
ღამეა საშინელი, ღამე
ამართული, როგორც შავი დროშა.
გრიგალი ძაღლივით ღრღნის
ქალაქის ქალას.