იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა.

ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღლი, ღრენა და კბენა გაუშვეს და ყოველთა ერთად შეუტივეს და მგელი გააძეს.

მოიქცნენ და მასვე მძორზე შუღლი დაიწყეს. რამდენჯერ მხეცს ნახევდენ, მას ერთპირ გაუხდიან და მერმე აგრევე შუღლობდიან.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button