იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მოჩივარნი ძმანი

ამაზედან მოვიდენ მოჩივრად სამნი ძმანი წინაშე მეფისა, რომელნი გაყრილიყვნენ ძმობისაგან. ყველა გაეყოთ და ოცდაათი თხა ჰყვათ, იგი ვერც გაეწილათ და ვერცა რიგდებოდენ. 

მოახსენეს მეფესა თხათა მათთათვის: 

– ათსა თხასა თითო თიკანი ჰყავს, ათსა ორ-ორი და ათსა – სამ-სამი: ესრეთ გვინებს გაყოფა, არცა რომელმან ძმამან ძმაზე მეტი აიღოს და არცა თიკანი დედას მოსწყდეს. 

შეიქმნა ცილობა და თქმა. ვერა რომელმან გაყო. ჰკითხეს ჯუმბერს, ძესა მეფისასა, და მან თქვა: 

– ოცდაათი თხა არის და სამოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავს, მიეცით უხუცესსა, რომელ არს ათი თხა და ოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ჰყავს სამ-სამი თიკანი, ხუთი თხა საშუალს მიეცით და ხუთი მრწემსსა, რომელი იქნება ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა თითო ჰყავს, იგიცა ხუთ-ხუთი მიეცით მათ ორთავე, რომელი იქნება ათ-ათი თხა და ოც-ოცი თიკანი, არცა ძმასა ძმაზე მეტი მიჰხვდეს და არც თიკანი დედასა მოსწყდეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button