პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ყვავილს

გაზაფხულისა ველთა შვენებავ,
ყვავილო ნაზო, ყვავილო მჭკნარო,
არა, არ მინდა ხელი შეგახო,
არ მინდა ასე დაგასამარო.

შენ უჩემოდაც ზამთრის ქარბუქი
გაგანადგურებს, მოგიღებს ბოლოს,
საკმარისია ხეობის სიომ
ოდნავ შეხებით გამოგიქროლოს.

გხედავ და ვფიქრობ, როცა შენს ახლო
ღეროს აქანებს ნიავი ფრთხილი,
რა უფრო ადრე ჭკნება და ჰქრება –
საყვარლის ტრფობა თუ ეგ ყვავილი?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button