პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ყვავილთ სული მოგიპარავს ..

ყვავილთ სული მოგიპარავს,
ზღვისგან – გულის მღელვარება
ნიავისგან – სიხალისე,
ციდან – თვალთა ელვარება,
თოვლისათვის – ეგ სითეთრე,
ყვავილისგან – მორცხვი ვნება,
არწივისგან – სიამაყე,
ალვის ხისგან კი შვენება.
და ვინც ისე მიეცემა
ცივ სამარეს დადუმებულს,
რომ ვერასდროს ვერ გამოთქვამს
ფიქრებს გულში დაგუბებულს
ვინც ვერასდროს ცხოვრებაში
შენს ალერსს ვერ ეღირსება,
ვერ გაიგებს – რაა ყოფნა,
ვერ გაიგებს – რაა შვება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button