პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შენ ისვენებდი

შენ ისვენებდი, მრავალის
მომსწრე, სასახლევ, დროების!
ჩემი გული კი იმ ღამეს
მღელავ ტბას გადაეყურა…

ვერსალის ზეცას ეხურა
ღრუბელი ამაოების,
ამაოების ღრუბელი
ვერსალის ზეცას ეხურა!

რამდენი, მითხარ, ვერსალო,
თავგანწირულად, მეხურად
დაგრიალებდა ეტლები,
რევოლუციის მგუბველი!

ამაოების ღრუბელი
ვერსალის ზეცას ეხურა,
ვერსალის ზეცას ეხურა
ამაოების ღრუბელი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button