პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – შენს თეთრ შუბლზე ..
შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის
ზეციური მირონია,
მხოლოდ ბაგის კუთხეში კრთის
ღვთაებრივი ირონია.
ზღვაებრ დიდი, წრფელი გრძნობა
მწუხარების – გშვენის მარტოს…
სახის შენის გამოცნობა
ძალუძს მხოლოდ ლეონარდოს.
შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის
ზეციური მირონია,
მხოლოდ ბაგის კუთხეში კრთის
ღვთაებრივი ირონია.
ზღვაებრ დიდი, წრფელი გრძნობა
მწუხარების – გშვენის მარტოს…
სახის შენის გამოცნობა
ძალუძს მხოლოდ ლეონარდოს.