პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩემი სიმღერა

ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,
სურათი რამე, კარგზე მგლოვარი,
ზოგს ვარდი – წიგნში ჩანატოვარი, –
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, –
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი,
წიგნი რამ, ომით მონაპოვარი,
საფერფლე, მამის დანატოვარი, –
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button