რჩევებიჯანმრთელობა

როგორ შევიმციროთ და ვუმკურნალოთ ჭარბ ოფლიანობას?! გამოსავალი არსებობს!

ჭარბი ოფლიანობა ზოგიერთი ადამიანისთვის სახუმარო საკითხადაც აღიქმება, რადგან, ერთი შეხედვით, ის არც თუ ისე საზიანო ჩანს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი საათივით აწყობილი მექანიზმია და ამ მექანიზმში, ოფლის გამოყოფის დღიური ნორმა გახლავთ 1 ლიტრი. აი, როდესაც მექანიზმი მოშლას იწყებს, ეს პროცესი ათმაგად მიმდინარეობს და ადამიანი კარგავს ჭარბად წყალს, ვიტამინებს, მინერალებს და ორგანიზმი ოფიტება!

1) იონტოფორეზი

– ეს უწყინარი მოწყობილობა აჩერებს საოფლე ჯირკვლებს რამდენიმე თვის მანძილზე და მუშაობს წყლის დახმარებით. მოათავსებთ პრობლემურ ზონას სპეციალურ მინერალებისგან თავისუფალ წყალში და ელექტროძაბვა თქვენს კანქვეშ არსებულ საოფლე ჯირკვლებს, ასე ვთქვათ, გათიშავს. პროცედურა უმტკივნეულოა, თუმცა ეფექტისთვის 5-6- ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროთ.

2) ბოტოქსის ინექცია

– ბოტულინოტოქსინის მეშვეობით სპეციალისტი ბლოკავს ოფლის გამოყოფას, დაახლოებით, 8 თვის მანძილზე და შესაბამისად, თქვენც დასვენებული ხართ უსიამოვნებებისგან.

3) ჰიგიენა და მოვლის საშუალებები

– ის, რითაც სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ყოველდღიური დაბანა საპნითა და წყლით და სპეციალური მოვლის საშუალებების გამოყენება. მაგ: „დრიკლორის“ ანტიპერსპირანტი, რომელიც სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ჩამობანას საჭიროებს და დანამდვილებით გიცავთ ოფლიანობისგან და გახლავთ სამკურნალო საშუალება. ასევე ითქმის „ოდაბანზეც“, რომელიც გაუმჯობესებული სილიკონის ფორმულის ხარჯზე პრობლემურ ზონას მართლაც ისე ეკვრის, როგორც სილიკონი და არ იფიქროთ, რომ ოფლი არ გამოვა და ეს აუცილებელი პროცესი 100% გაჩერდება. ის ოფლი, რაც უნდა გამოსულიყო პრობლემური ზონიდან, გამოიყოფა შარდის სახით.

4) სალბის ჩაი

– სალბი არის სამკურნალო მცენარე, რომელსაც იყენებენ უამრავი დანიშნულებით. მაგ: ხმის იოგების ტონუსში მოსაყვანად, შარდმდენად და ამავე დროს, მოჭარბებული ოფლიანობის სამკურნალოდაც. უშაქრო, ჩვეულევრივი სალბის ნაყენი მიირთვით, დღეში არაუმეტეს 100მლ – სა!

• იმედია, ინფორმაცია დაგეხმარებათ! 😊 •

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button