პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შუაღამისას, როცა მიდამოს ..
შუაღამისას, როცა მიდამოს
შემოხვეოდა მწუხარე ბინდი..
მებრძოლთ საფლავებს მივუახლოვდი,
პირ-ქვე დავემხვე და ავქვითინდი.
„სწორ-მეგობრებო, – ვიმეორებდი –
გამოიღვიძეთ, არ გეყოთ ძილი?
ისევ ქვითინებს ხალხი მშრომელი..
ისევ ხმაურობს რკინის ბორკილი“.
არსით პასუხი.. ყრუ მდუმარება
გამეფებული თითქო სულს ლევდა
და სიო ცელქი მთით მოსხლეტილი…