ვიდეოკინემატოგრაფიაკულტურა
სათამაშოების ისტორია 4 -თიზერ-თრეილერი
სათამაშოების ისტორია ბრუნდება!
ტრილოგიის მეოთხე ნაწილი ამერიკის კინოთეატრებს 2019 წლის 21 ივნისს დაიპყრობს.
ანიმაციის მთავარი გმირების ხმებს კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ ტომ ჰენკსი (Woody) და ტიმ ალენი (Buzz) .
ტიმ ალენმა განაცხადა, რომ ფილმის მეოთხე ნაწილის დასასრული ძალიან ემოციურია: “არ შემეძლო ემოციების დამალვა. ჯერ არაფრის თქმა მსურს, მაგრამ ეს არის საოცარი ისტორია. საოცრად სასაცილო და მხიარული. მასში ჩადებულმა იდეამ ძლიერ გამაოცა.”