NASA-მ და SpaceX-მა Crew-3-ის პილოტირებული ფრენა 23 ოქტომბრისთვის ჩანიშნეს
NASA-მ და SpaceX-მა განაცხადეს, რომ მათი ერთობლივი მისია Falcon-9 რაკეტისა და Crew Dragon-ის გამოყენებით 23 ოქტომბერს ამოქმედდება. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაიგზავნება.
ამ გადაწყვეტილების ფონზე ორივე ორგანიზაცია ემზადება მისია Crew-2-სთვის, რომელიც 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი. Crew-2 ორბიტალურ სადგურზე წაიყვანს სამი სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს ეკიპაჟის წევრებს, ესენი არიან: NASA-ს სპეციალისტები – რაკეტის მეთაური Robert Shane Kimbrough და პილოტი Megan McArthur; ასევე იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოსა (JAXA) ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტები: Akihiko Hoshide და Thomas Pesquet, შესაბამისად.
Crew-3 მისიის ფარგლებშიც ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და დარჩებიან 6 თვის ვადით. გასული წლის დეკემბერში NASA-მ უკვე შეარჩია SpaceX Crew-3 მისიის სამი წევრი – NASA-ს კოსმონავტების მეთაური Raja Chari და პილოტი Tom Marshburn, ასევე ESA-ს სპეციალისტი Matthias Maurer. მოგვიანებით უნდა დასახელდეს ეკიპაჟის მეოთხე წევრი – შესაძლოა ეს იყოს რუსი კოსმონავტი სერგეი კორსაკოვი.
Crew-3-ის დაგეგმილ გაშვებასთან დაკავშირებით Crew-2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე 31 ოქტომბრამდე დაბრუნდება: ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგური პასუხისმგებლობას აიღებს მომდევნო მკვიდრებზე. Crew-3 მისია იქნება SpaceX-ის მესამე სრულფასოვანი ფრენა NASA-სთვის – კომპანიამ ორი ვეტერანი ასტრონავტი ორთვიან სადემონსტრაციო მისიაში 2020 წლის მაისში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში SpaceX-მა ასევე გამოაცხადა Inspiring4–ის, ”მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისიის” დაწყების შესახებ. ეს პილოტირებული ფრენა სექტემბერში შედგება და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ეკიპაჟის ოთხივე წევრის ვინაობა. მისია ხანმოკლე იქნება: კოსმოსური ტურისტები ორბიტაზე დარჩებიან სამი დღის განმავლობაში, სიმაღლე დაახლოებით 540 კილომეტრი იქნება. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური კონსტრუქციის ახალი Crew Dragon კოსმოსური კაფსულა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დამაკავშირებელი შლუზი მინის გუმბათით შეიცვლება.