Compal-მა წარადგინა გეიმინგ-ლეპტოპი Spark მოძრავი ღილაკების ბლოკით
მსხვილმა ტაივანურმა კომპანია Compal-მა შეიმუშავა საინტერესო კონცეპტუალური ლეპტოპი სახელწოდებით Spark: მოწყობილობა განკუთვნილია როგორც ყოველდღიური მუშაობისთვის, ასევე გეიმინგისთვის.
Compal აღნიშნავს, რომ პორტატული კომპიუტერების უმეტესობა აღჭურვილია თხელი მემბრანული კლავიატურით. თუმცა ვიდეოთამაშების მოყვარულები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მექანიკურ გადამრთველებს, ამიტომ ამ დრომდე იძულებულნი იყვნენ შეეძინათ საკმაოდ დიდი ზომის ლეპტოპები, ან – დამატებითი გარე მექანიკური კლავიატურა.
Spark-ში გაერთიანებულია ორი ტიპის ღილაკების უპირატესი მხარეები. სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში მომხმარებელი გამოიყენებს 1.5-მმ გადამრთველებს. ამგვარი კლავიატურის გამოყენება შესაძლებელია ტექსტის აკრეფისას, ცხრილების რედაქტირებისას და ა.შ.
გეიმინგ რეჟიმში W, A, S და D ღილაკების მქონე ბლოკის გადახრა შესაძლებელია 15 გრადუსით კლავიატურის ძირითადი ველისგან. ამასთან, ამ მოდულის ღილაკების სვლა 4 მილიმეტრამდეა გაზრდილი. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით მნიშვნელოვნად იზრდება მართვის პროცესის მოქნილობა გეიმინგის დროს და უმჯობესდება უკუკავშირი.
მოკლედ, Spark ჯერ არსებობს მხოლოდ კონცეპტუალურ ვერსიად. გამოვა თუ არა ამგვარი ლეპტოპი კომერციულ ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია.