Hi-Techახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Starlink-ის სიჩქარემ რეკორდულ 400 მბ/წმ-ს მიაღწია

მაღალსიჩქარიან ინტერნეტ Starlink-ის ტესტერებმა დააფიქსირეს სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი – 400 მბ/წმ. შესაბამისი სქრინშოტები გააზიარა Reddit-ის ორმა მომხმარებელმა. რეკორდი კი დადგინდა კანადაში მცხოვრები პირის მიერ. 

image.png

მაქსიმალური სიჩქარე არ არის სტაბილური ინტერნეტის მაჩვენებელი, თუმცა შესაძლებელია Starlink-ის შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ქვეყანაში 100 მბ/წმ-იც კი მაღალ სიჩქარედ ითვლება. მომავალში, როდესაც მეტი თანამგზავრი ამოქმედდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეძლებს მომხმარებლები სათანადო სიჩქარით უზრუნველყოს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. 

ამ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 1325 თანამგზავრი, აქედან ექსპლუატაციაშია 1200. უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს კიდევ სამოცი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. თებერვალში ილონ მასკმა გაახმაურა წლის გეგმა – მიღწეულ იქნას სტაბილური 30 მბ/წმ სიჩქარე. 

Starlink-ის სერვისებით სარგებლობს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, მომხმარებლებს ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობა 500 აშშ დოლარი უჯდებათ (აღჭურვილობის შესაძენი თანხა), ასევე 100 აშშ დოლარი ყოველთვიური გადასახადი. აღჭურვილობის დაყენება დიდ დროს არ მოითხოვს, თანაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია უამრავი ინსტრუქცია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button