რჩევებიჯანმრთელობა

როგორ გავიქროთ კანიდან ცხიმოვანი სიპრიალე? 4 ძლიერი მეთოდი!

💢 ცხიმიანი კანი ნიშნავს იმას, რომ მთელი სახის მიდამოში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს ცხიმს და ეს ყოველივე წარმოქმნის შესამჩნევ სიპრიალეს. ეს ზოგს მოსწონს, ზოგს კი – არა. თან, ზემდეტი ცხიმიანობა აკნესაც იწვევს, რადგან ცხიმზე ბაქტერიები ადვილად მრავლდება. ნუ, დადებითი მხარეებიც აქვს. მაგ: გვიან დაბერდებით, კანი მარტივად არ ჩამოგეწელებათ და ა.შ. ახლა, ვისაუბრებ 4 მარტივ და ძლიერ მეთოდზე, რომელიც შეამცირებს ცხიმიანობას საგრძნობლად და გულგრილს არ დაგტოვებთ. 👇🏻

1) თუთიის შემცველი დასაბანი საშუალება

– თუთია არის ის მიკროელემენტი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ცხიმოვან ჯირკვლებს აიძულებს, რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი გამოიმუშაოს. სწორედ ამიტომაა, რომ ექიმები ცხიმიანი თმის/კანის მქონე პაციენტებს უნიშნავენ თუთიას, როგორც საკვებ დანამატსაც, მედიკამენტის სახით, რადგან შინაგანადაც მოხდეს ჯირკვლების მუშაობის შესუსტება. უამრავი ბრენდული დასაბანი საშუალებაა, რომელიც თუთიას შეიცავს. მთავარია, ხარისხიანი იყოს!

2) დატენიანება

– მეც არ მჯეროდა ამის. ვფიქრობდი, ისედაც ცხიმიან კანზე რატომ უნდა წავისვა დამატენიანებელი კრემი, ან რა გამაჩერებინებს კრემს ზაფხულის ცხელ დღეებში კანზე – მეთქი, მაგრამ გავრისკე, შევიძინე წყლის ბაზაზე დამზადებული მსუბუქი დამატენიანებელი და ვიგრძენი, რომ კანი იმ რაოდენობის ცხიმს აღარ გამოყოფს. იცით, ეს ასე რატომ ხდება? – როდესაც კანს აკლია დატენიანება, ის იღებს სიგნალს და გამოყოფს ცხიმს, რომ კომპენსაცია მოახდინოს სიმშრალის. აი, როდესაც დამატენიანებელი დატანილი გვაქვს, მაშინ კანი არანაირ განგაშს აღარ ტეხს და ცხიმის გამომყოფი სადინარებიც მშვიდად არიან.

3) ყინული

– ყინულის კუბიკების კანზე წასმა ისედაც მოდაშია. ვხვდებით გაყინულ ხილის კუბიკებს, რომლესაც კანზე ისვამენ და ა.შ. და იმდენად სასარგებლოა ეს ჩვენი კანისთვის, რომ ნამდვილად ღირს გაუძლოთ დისკომფორტს და წაისვათ ყინულის კუბები მთელ სახეზე, განსაკუთრებით იმ ზონაზე, სადაც ფორები და ანთებითი უბნებიც გაქვთ. შედეგი შთამბეჭდავია!

4) თიხა

– როდესაც კანში ცხიმის გარკვეული რაოდენობაა გაჭედილი, მაგალითად, შავი წერტილების სახით, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ არის მტვერი, მაგრამ, რეალურად, ფორებში გაჭედილი ცხიმია, რომელსაც, უბრალოდ, ზედაპირი დაჟანგული აქვს, თეთრი და მწვანე თიხები ამ პრობლემას უმარტივესად უმკლავდება. მოამზადეთ თიხის ნიღბები სახლში, რომლის შესახებაც სტატია რამდენიმე დღის წინ მოვამზადე და მარტივად იპოვნით, აი, შედეგი ჩამობანისთანავე გაქვთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ კანის კარგად დატენიანება. მიზეზი ზემოთ ავხსენი. 😊

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button