პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩუ, ძახილია ..

ჩუ, ძახილია… მხიარულობენ,
აგერ… მუსიკამ დაიგრიალა,
იქით ხმა ისმის… „ვაშა და ვაშა!“
„ხომ გაიტანა“, „გვიჩვენა ძალა“.

ბურთს თამაშობენ, ცეკვავენ, ხტუნვენ,
დავიწყებიათ სუყველაფერი,
თითქოს არ ჰქონდეს რამ საზრუნავი
იმისი მეტი აღარაფერი!

მე კი სულ სხვაფრივ შევსცქერი ყველას
და არც მიტაცებს მხიარულება
და შენც, ოჰ, მუზავ, გთხოვ, გევედრები,
არ გადაზღუდო შენი უფლება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button