დაიწყე მცირედით, იაზროვნე მასშტაბურად
-ინოვატორების წარუმატებლობები
კორპორაციების ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ შეძლეს ინოვატორებმა კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ან შენარჩუნება.
ონლაინ სფეროში ცნობილი კრახის მაგალითები არიან Friends Reunited-ი და MySpace-ი. მიუხედავ იმისა, რომ ორივე კომპანია ჯერ კიდევ არსებობს,მათი ინოვატორული უპირატესობა არ იყო საკმარისი Facebook-ის ძალის გასანეიტრალებლად. მსგავსად, eToys.com, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა, ონლაინსაცალო მოვაჭრეების ახალი თაობის კიდევ ერთი ახალი წარმომადენელი გახლათ, მაგრამ ბიზნესის შესანარჩუბებლად ინოვატორის უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა და 2001 წელს კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა-საოცარი დამთხვევაა, იმავე წელს კომპანია Amazon-მა დაიწყო სათამაშოების გაყიდვა (რამდენიმე წლის მერე აღმდგარი eToys.com დღეს Toys R Us-ის საკუთრებაა)
ტანსაცმლით საცალო მოვაჭრე boo.com
ისეთი მაგალითების მიუხედავად როგორიცა Google-ი და გოლდერისა და ტელისის მიერ წარმოდგენილი სამხილები, მაინც ფაქტად რჩება,რომ კომპანიების გონება შეპყრობილია ინოვატორის უპირატესობით. დოთ-ქომების ადრეული ოქროს ციებ-ცხელების მსგავსად, ბაზარზე ახლა ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული სმარტფონებისა და ტაბლეტების აპლიკაციებზეა. ამ ახალი ბაზრის მომგებიანი სეგმენტის ხელში ჩასაგდებად უკვე ათასობით აპლიკაცია გაშვებული, მაგრამ 2012 წლის კვლევის თანახმად ნებისმიერი აპლიკაცია დაყენებიდან 90 დღის შემგეგ მომხმარებლების 65%ის მიერ იშლება.