![გალაკტიონ ტაბიძე რაა ეს გრძნობა?](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-რაა-ეს-გრძნობა.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რაა ეს გრძნობა?
მყუდრო ნაპირზე, სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.
და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრობ, თითქო გასცილდი საზღვარს,
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“
ყრმა კი ამაყად უპასუხებდა:
„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,
თუ რა ძალაა შემოქმედისთვის
საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“
ტალღა კვირობდა: ‘რა შობს ამ გრძნობას,
უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!
და ყრმა ამაყად უპასუხებდა:
„ამგვარ გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“