აქციე თითოეული მარცხი შესაძლებლობად
მარცხზე დაფუძნებული წარმატების არაერთი მაგალითი არსებობს. ამერიკელ გამომგონებელ თომას ედისონს
ტელეგრაფის აპარატის პატენტის დარეგისტრირების მრავალი მცდელობა ჩაუვარდა, ამიტომ იძულებული გახდა, გამოგონებაზე მუშაობა გაეგრძელებინა, რამაც იგი ვარვარების ნათურის სრულყოფამდე მიიყვანა.
ბრიტანელმა გამომგონებელმა ჯეიმზ დაისონმა უჩანთო მტვერსასრუტის მოდელის შემუშავებამდე 5000-მდე უვარგისი პროტოტიპი შექმნა.
მეწარმეებისთვის წარმატება ცდების, შეცდომებისა და სიჯიუტის შედეგია.
ჯ.დ როკფელერი, რომელიც მსოფლიოში პირველი მილიარდერი გახდა, “ყველა მარცხის შესაძლებლობად გადაქცევას ცდილობდა” როდესაც მსოფლიო ნავთის ლამპებიდან ელექტროენერგიაზე გადაერთო, მის ბიზნეს საფრთხე დაემუქრა, თუმცა მან მალევე შეამჩნია Ford-ის ძრავაზე მომუშავე მანქანის შესაძლებლობები და მიხვდა, რომ ზეთი ისევე მარტივად შეიძლებოდა საწვავად ქცეულიყო, როგორც ნავთი. შედეგად მისი ქონება კოსმოსურ მასშტაბებს გასცდა. პირველ წელს მან თავისი ბიზნესიდან სუფთა სახის მოგება მიიღო 450 000 დოლარის ოდენობით. 1963 წელს მან პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Standard Oil-ი გახსნა.
მუდმივი სწავლა
პერსონალური გამოცდილება ადამიანისთვის სწავლის ერთ-ერთი გზაა და კომპანიებზეც იგივე შეილება ითქვას. ისინი ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კორპორაციული გამოცდილების წყალობით იძენენ.
მსოფლიო ბაზარზე ცვლილების ტემპი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუდმივი ინოვაცია ნორმად იქცა. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მარცხის აღიარება და მისგან სწავლაა. ამის გასაკეთებლად ფირმამ/კომპანიამ ისეთი ორგანიზაციული კულტურა უნდა შექმნას, სადაც ადამიანებს შეცდომების გამო კი არ აკრიტიკებენ ან სამსახურიდან ანთავისუფლებენ, არამედ ამ შეცდომებიდან სასარგებლო დასკვნების გამოტანაში დაეხმარებიან და გაამხნევებენ.
ზოგიერთი კომპანია ხვდება, რომ წარმატების მოპოვება მხოლოდ მარცხზე დაყრდნობით შეიძლება და ამ პრინციპებს საკუთარ ორგანიზაციულ კულტურაში ნერგავს. მაგალითად, ამერიკული კორპორაცია 3M ტექნიკურ პერსონალს საშუალებას აძლევს, სამუშაო დროის 15% სხვადასხვა იდეაზე ექსპერიმენტების ჩატარებას მოახმაროს, რადგან ესმის, რომ დროდადრო განმეორებით მარცხთან ერთად შიგადაშიგ მომგებიანი იდეის აღმოჩენაც შეიძლება.
შეცდომის აღიარება, დანაკარგის შემცირება, ახალი შესაძლებლობების შემჩნევა და კურსის შეცვლა ლიდერობის გამოწვევები და ასევე შენ გვერდით მყოფი მომუშავე ადამიანებისთვის დადებითი შეტყობინების გაგზავნის შესანიშნავი საშუალებაა.
ეს რაციონალურ, საღ აზროვნებას მოითხოვს, რომელიც მიმართულების შეცვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე კონცენტრირდება.
1980-იანი წლების შუახანებში Coca-Cola Company-მ თავდაპირველი ფორმულის უფრო ტკბილი და ახალი პროდუქტით, New Cola-თი შეცვლა გადაწყვიტა. აშშ-ი ამას მომხმარებლის პროტესტი მოჰყვა. კომპანია დარწმუნდა, რომ ამერიკელები Coca-Cola_ს იცავდნენ და რეცეპტით მანიპულირება არ მოსწონდათ. ამიტომ აღმასრულებელმა დირექტორმა თავდაპირველი რეცეპტი მალევე Coke Classic-ის სახით გამოუშვა. ამ სწრაფი პასუხით მან მომგებიანი რეკლამა გააკეთა და შედეგად გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ამიტომ არასდროს არ უნდა შეგვეშინდეს მარცხის, ნეგატიური დამოკიდებულების ან თუნდაც კრიტიკის, პირიქით ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენივე განვითარებისთვის. ბევრი შეუძლია მას, ვინც იმედს ამყარებს საკუთარ თავზე. ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია ქმედებებზე რომლებსაც თავად წარვმართავთ.
“მე არ დავმარცხებულვარ უბრალოდ, ვიპოვე 10 000 გზა, რომელმაც არ გაამართლა”
თომას ა. ედისონი
ამერიკელი გამომგონებელი (1847-1931)