პოეზია

ილია ჭავჭავაძე – ნიკოლოზ ბარათაშვილზედ

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

ნ. ბარათაშვილი.

ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!
ვის უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
ეგე ზღვა გული, სიყვარულის სხივ-ქვეშ გაშლილი,
რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის, თანა რაოდენი წარიღე ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ…
რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
არა დედ-მამა, — მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?
ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button