პოეზია
ჯაბა გორგილაძე – დიდიხანია ლექსები მტკივა
დიდიხანია ლექსები მტკივა,
სკდება და ხეთქავს სიტყვის ძარღვები,
ალბათ არ არის ისეთი მტკიცე-
რომ წაიკითხავ ცრემლად იღვრები.
გარდაიცვალა ჩემი ლექსები,
ვხვდები დაკარგა სიცოცხლის “ნიშა”
მე, პოეზიით ვეღარ ვივსები,
ეს ყოველივე სუიციდს ნიშნავს.