პოეზია
ჯაბა გორგილაძე – საქართველოს
თუ არ გრძნობ გულით სამშობლოს,
თუ ღმერთი არ გყავს ცოცხალი,
თუ არ შეიცან მშობელი,
არ დაგმე მტერი მცოცავი,
რად გინდა მაშინ სუნთქავდე?!
ფიცავ, ქვეყანას, მიწა-წყალს,
სამშობლოს სიტყვით ქარგავ და
მიწას ქართველის სისხლით რწყავ!
თუ ტკივილს ვერ გრძნობ მოყვასის,
არ ტირი ღამით მთვარესთან,
მაშ, რას გიშველის მოძღვარი,
ან ყალბი ცრემლი თვალებთან.
თუ შიგნით არ დაგიარა,
ტკივილმა , ჭექა-ქუხილმა,
დაგღალა ადამიანმა,
საკუთარ თავთან ტყუილმა.
თუ ვერ იგრძენი სამშობლო
ყოველ დღე შვილის თვალებში,
ვერ ნახე სულში სამოთხე,
დანებდი ეშმაკს , დაეშვი.
მაშ, მზად ვარ გაგინაწილო,
ჩემში ცოცხალი უფალი,
თუ სიყვარული ისწავლე
მაშინ ხარ თავისუფალი.
ჯაბა
- 2019