ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

JPMorgan პროგნოზირებს Bitcoin-ის 146 ათას აშშ დოლარიან დონეს

საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის წარმომადგენლებმა დაასახელეს Bitcoin-ის თეორიული გრძელვადიანი სამიზნე ფასი – 146 ათასი აშშ დოლარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ალტერნატივის იმიჯი პირველ კრიპტოვალუტას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. 

image.png

ბანკში აღნიშნეს, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა Bitcoin-ისა და ოქროს არასტაბილურობის მაჩვენებელების დაახლოება. კრიპტოვალუტის მასობრივი მიღებისთვის ბიძგის მიმცემი მილენიალების თაობა იქნება, ირწმუნებიან JPMorgan-ში. 

„ჩვენი აზრით, ეს მრავალწლიანი პროცესია“. 

პროგნოზი შემუშავდა Bitcoin-ის თეორიული კაპიტალიზაციის გაანგარიშების საფუძველზე იმ თანხების შემოდინების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად მოცემულია ოქროს ზოდების საფუძველზე არსებულ ETF-ში. 

ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ ასეთი ETF-ებიდან თანხის გადინება და Grayscale-ის ფონდებში შემოდინება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 

image.png

ადრე ჰოლდინგში განაცხადეს, რომ ინსტიტუციონალები Bitcoin-ში 600 მლრდ აშშ დოლარამდე თანხას მოიტანენ. 

კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა კომპანია Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა – მან Bitcoin-ის სამომავლო ფასად 400 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button