ახალი ამბებიკოსმოსი

SpaceX გეგმავს კაპიტალიზაციის გაორმაგებას და მარსის კოლონიზაციას 20 წელში

კომპანია SpaceX ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რაც კომპანიას საშუალებას მიცემს კაპიტალიზაცია ორჯერ გაზარდოს, ასევე განიხილება მარსის კოლონიზება 20 წლის განმავლობაში.

სულ ახლახანს SpaceX-ის კაპიტალიზაცია 36.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კომპანიის ღირებულება 46 მილიარდია. კომპანიის მენეჯმენტი არ აპირებს ამაზე გაჩერებას: SpaceX მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, რათა კიდევ ერთხელ მიიღოს „ინვესტიციის რაუნდი“, რითაც გაორმაგდება მისი კაპიტალიზაცია.

ჯერჯერობით მოლაპარაკებებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს: ინვესტორები არ არიან დარწმუნებულნი, რომ კომპანია ნამდვილად შეძლებს მიზნის მიღწევას. აგვისტოში მათთან ბოლო გარიგებამ კომპანიას კიდევ 1.9 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა.

SpaceX აგრძელებს ფულის გამომუშავებას კოსმოსური მისიებიდან და მუშაობს რაკეტა Starship Mars-ზე, რომლის გაშვების ღირებულება ილონ მასკის თქმით არ აღემატება 2 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა იმის გამო, რომ დედამიწა და მარსი მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ არიან განლაგებულნი ხელსაყრელ მდებარეობაზე, კოლონიზაციისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეიძლება გაგრძელდეს 20 ან მეტი წელი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button