Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა ბირჟის ინსტიტუციური მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ
2020 წლის მესამე კვარტალში Bitcoin-ბირჟა Binance-ზე კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng “CZ” Zhao-მ.
წლის დასაწყისიდან მოყოლებული პლატფორმაზე ინსტიტუციური ინვესტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, აღნიშნა მან სტატიაში ”ინდუსტრიის ტენდენციები და პროგნოზები 2021 წლისთვის”.
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გასულ წელს არ შეინიშნებოდა Bitcoin-ისა და კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენების მძლავრი ზრდა, ხაზგასმით აღნიშნა CZ-მ.
”ეს ძირითადად შეიძლება განპირობებული იყოს იმ ფაქტით, რომ არსებული ფიატური გადახდის სისტემები კვლავ მეტად ჩვეული მოვლენაა და მათი სწრაფად ჩანაცვლება რთულია. ამ მიმართულებით საუკეთესო სტრატეგია შეიძლება იყოს ტრადიციული ანგარიშსწორების ინსტრუმენტების კრიპტოვალუტებთან შერწყმა. ”
Binance-ის ხელმძღვანელის განცხადებით, 2021 წელს გაგრძელდება Stablecoin-ების გამოყენებით საერთაშორისო გადახდების რაოდენობის ზრდა.
”ტრანსსასაზღვრო გადახდების განხორციელება Stablecoin-ების ან სხვა კრიპტოვალუტის გამოყენებით ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენება.”
Zhao-მ განაცხადა, რომ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ეფექტურობა ხელს შეუწყობს Stablecoin-ების მიღებას მომავალ წელს.
ადრე მან აღნიშნა, რომ Binance აწარმოებს 30-დან 50-მდე გარიგებას სხვა პროექტების შეძენისთვის. მისივე თქმით, კომპანია გააგრძელებს აქტიურ ინვესტირებას კრიპტოინდუსტრიაში 2021 წელს. ბირჟამ დააფუძნა Accelerator Fund 100 მლნ აშშ დოლარის მქონე კაპიტალით სპეციალურად Binance Smart Chain-ზე პროექტების დასაფინანსებლად, განაცხადა Zhao-მ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს Binance-ის ბაზრებზე ვაჭრობის მთელმა მოცულობამ რეკორდულ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.