ედგარ პო – ნაბათი
ედგარ პო – ნაბათი
მთარგმნელი სტანისლავ ციბულსკი
გესმის უჩვეულო ზარი?
ირგვლივ ქროდა ცხელი ქარი
ზართა ხმები, თითქოს მკვდრები… ქროდა, ქროდა სულთა ქარი!
ზარი მკვდართა ზღაპარს ყვება
იმედი კი ქრება, ქრება
თითქოს ზარი ადის ცამდის და ავ ზღაპარს გვეუბნება!
ო ეს ხმები უგავს რას?
თითქოს სტკივა ცისფერ ცას
და ეს შიში სუნთქვას გვიშლის…
ვეძებოდ ამ კვამლში რას?
ირგვლივ ცეცხლი როგორც ვერცხლი
თითო გული, თითო ზღვა
ზართა ხმებში იწვის, იწვის
ზღვა ამოდის მკვდართა ნისლის
და იხრჭობა ნისლში ცა!
ცეცხლის პირველი ეს მზერა
არა, არა მე არ მჯერა
მომაშორე, დამავიწყე ნუღარ მაქცევ სისხლის ზღვად!
ხმა ამოდის საოცრად
ცაზე მაღლა, მაღლა, მაღლა
კვლავ წაიღოს ცეცხლი ქარმან,
მაგრამ ზარი ყველგან არის
და საშველი არსად ჩანს!
ხმათა გუნდი ახლავს მას
ზარი ავად იკლაგნება,
იგრიხება და არ ქრება!
„ავალ მაღლა სადაც მთვარე
უერთდება ნათელ ღამეს
და არ იქნება აქ შვება
მხოლოდ ცეცხლი და წამება.“
გული ცასთან ერთად წუხს
ზართა ხმებით ისევ დუღს
გაწამებულ, გაქვავებულ უჩვეოლო რაღაც გრძნობით
და სისხლიან ბგერთა თრთოლვით
მხოლოდ ავად, ავად სძულს;