მოგზაურობასაქართველოყველაზე

რომელია იმერეთის ყველაზე მაღალი მთა?

ზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა. მთის საერთაშორისო დღე, შესაძლებლობას გვაძლევს, ხაზი გავუსვათ მთების სასიცოცხლო მნიშვნელობას, აგრეთვე, მათი არსებობის ხელმშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, გავაძლიეროთ მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობა, მთიანი რეგიონების განვითარების განვითარების მიზნით.

იმერეთის მხარის ყველაზე მაღალი წერტილის შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, ნაწილი ამტკიცებს რომ იმერეთის ყველაზე მაღალი წერტილი არის ვანის მუნციპალიტეტში აღმართული მთა მეფისწყარო, რომლის სიმაღლე 2850 მეტრია და მდებარეობს მესხეთის ქედზე, ნაწილი კი ლებეურის მთას მიიჩნევს. საქმე იმაშია, რომ 1990 წლამდე მეფისწყაროს მთა მართლაც იყო იმერეთის ყველაზე მაღალი წერტილი. 1990 წელს, როდესაც მოხდა სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება, იმდროინდელი ჯავის რაიონის ნაწილი მიურთდა საჩხერის რაიონს, მათ შორის იყო რამდენიმე სოფელი და მთა ლებეურიც. ოფიციალურად მთა ლებეური 1990 წლიდან ითვლება იმერეთის ყველაზე მაღალი წერტილად, რომელიც მდებარეობს სამი რეგიონის საზღვარზე: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრრაციის ფაგლებშ. ლებეურის მთა, რომლესაც აგრეთვე სირხლებერთადაც მოიხსენიებენ მდებარეობს რაჭის ქედზე სიმაღლე ზვის დონიდან 2863 მეტრია, კოორდინატები: ჩ.გ 42045’88’’; ა.გ 43064’23’’. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2863 მ. მთის ჩრდილოეთ კალთაზე ტროგული ხეობაა. აგებულია ბაიოსური წყების პორფირიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები (განსაკუთრებით სამხრეთი) მოფენილია ლოდებით. მთის მიდამოები შემოსილია ალპური ბალახეულით. რაჭის ქედის აღმოსალეთ ნაწილში საყურადღებოა დაღვერულა-ლებეურის ძლიერ დანაოჭებული და მღალი მორფოჰიფსომეტრიულობით გამორჩეული ანტიკლინი, რომელსაც შეესატყივსება ლებეურის მთა. მის სამხრეთითაა რიბისის სინკლინი (რომელშიც გამომუშავებულია რიბისის მთა; 2467მ); ამ უკანასკნელს სამხრეთით ენაცვლება ლესეს ანტიკლინი(დასაწყისში ემთხვევა კუდევა-პეპელეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილი), რომელიც წარმოადგენს საკმაოდ ვრცელ სტრუქტურას და აგებს კუდევა-პეპელეთის ქედს (მ. კუდევა, 2297მ), ასეთივე სახის იგივე სახელწოდების მქონე ქედებია გამომუშავებული ამ ზოლში არსებულ ისეთ ანტიკლინარულ ნაოჭა სტრუქტურებში როგორიცაა: თოფარა-საბვის (დიდი ცხეპარი, 1831მ), საჯაყელო-ხუდების (მ. კარდინახუმი, 1737მ), ორღულ-ბაჯითის და სხვ. ლესეს ანტიკლინის სამხრეთით განედურადაა გადაჭიმული თედელეთის სინკლინი, რომლის სამხრულ ნაწილში პეპელეთის ანტიკლინია წარმოდგენილი მდ. მდ. ჯრუჭულისა და ჩიხურას სათავეში (ანტიკლინი აგებს პეპელეთის მთას და მის დასავლეთით საშუალომთიან რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობს ზემოაღნიშნულ მდინარეთა შორის).

ლებეურის მთის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსაშიც” (აღწერა აწინდელისა ქართლისა საზღვრით, მთით, მდინარეებით და ადგილთა და მას შინა შენებულებათა) ვხდებით ინფორმაციას: ,,ხოლო ფცისა და დვანის-წყალს ჰყოფს მთა ლებეური, რომელი ასტყდების დაბის ფციდამ და მდებარებს ხტანამდე სამჴრიდამ ჩდილოთ, ტყიანი და ნადირიანი“. ,,დვანის-წყლის დასავლით არს ფცის-წყალი და დის ლოხოისა-პერანგას მთათაგან, მოდის სამჴრით და მიერთვის მტკუარს ჩდილოდამ. კიდესა მტკურისასა არს ქუენა-ტკოცა, მას ზეით ბერძენაული. ამას ზეით მოერთვის ამ წყალს ტკოცისჴევი დასავლიდამ. ამას ზეით. ფცის ზემორ, ამ წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ღოღეთისჴევი, სდის ლებეურის მთას.“.

იმერეთის რეგიონის ყველაზე მაღალი სოფელი არის ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელი ვანი, რომელიც შედის ხვაშითის თემში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სატოპელას (ყვირილის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1111 მეტრი, მანძილი ჭიათურიდან 21 კილომეტრი.

იმერეთის რეგიონის ყველაზე მაღალი ქალაქია ტყიბული, რომელიც მდებარეობს რაჭის ქედის მონაკვეთ – ნაქერალას ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 590 -700 მეტრ სიმაღლეზე.

Source
topnews.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button