Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Tesla საშუალებას იძლევა დისტანციურად დაინახოთ გარემო ელექტრომობილების კამერების საშუალებით

Tesla გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან განახლებას ელექტრომობილებისთვის, გვაცნობებს რესურსი Electrek. განახლება მოიტანს ძალიან სასარგებლო ფუნქციას, რომლის მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

image.jpeg

ცნობილი გახდა, რომ Tesla ახორციელებს ავტოპილოტირების სისტემაში კამერებზე დისტანციურად დაკავშირების შესაძლებლობას ვიდეო კადრების რეალურ დროში სანახავად. მფლობელებს საშუალება ექნებათ უყურონ რა ხდება მათი მანქანის გარშემო მობილური აპლიკაციის საშუალებით. 

ელექტრომობილის კამერები მოახდენენ წუთში დაახლოებით 30 მბ მოცულობის მონაცემთა გენერირებას. ასე რომ დისტანციური დაკვირვებისთვის სავსებით საკმარისი იქნება 4G/LTE ფიჭური კავშირი, რომ არაფერი ვთქვათ 5G-ზე. 

image.jpeg

მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა იმუშავებს მანქანაში სხვა ბორტ-სენსორებთან ერთად. მაგალითად, როდესაც ხდება რაიმე სენსორის ჩართვა, მფლობელი მიიღებს შეტყობინებას თავის ტელეფონზე, რის შემდეგაც მას შეეძლება ავტოპილოტირების კამერების საშუალებით რეალურ დროში შეაფასოს მანქანის გარშემო არსებული სიტუაცია. ელექტრომობილების კამერებზე დამცავი ფუნქციები უკვე დიდიხანია ხელმისაწვდომია – მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია რეჟიმი Sentry Mode. იგი უზრუნველყოფს ვიდეოს ჩაწერას ბორტის კამერების მიერ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვინმე მეტად ახლოს იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან ცდილობს მანქანისთვის ზიანის მიყენებას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button