დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (1 ნაწილი)
გიბრალტარი – ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია რომელიც მდებარეობს გიბრალტარის სრუტესთან მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქიც ამავე სახელისგან შედგება აქ დასახლებულია 32 000-ზე მეტი მცხოვრები რომელთა უმრავლესობასაც გიბრალტარელები და ბრიტანელები წარმოადგენენ ოდითგანვე ეს ტერიტორია ბრიტანეთისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან აქ არსებობდა სამხედრო ბაზები ისევე როგორც დღეს აქ განთავსებულია პრიტანეთის საზღვაო ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს კუნძული 1713 წლამდე ეკუთვნოდა ესპანეთს ისინი დღემდე ითხოვენ ამ ტერიტორიის დაბრუნებას მაგრამ თვით გიბრალტარზე მცხოვრებნი ეწინააღმდეგებიან ამას. რამოდენიმე წელია აქტიურად დაიწყო სპორტის განვითარება 2013 წლიდან გიბრალტარი ევროპის საფეხბურთო ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია და მონაწილეობას იღებს ევროპულ საფეხბურთო ღონისძიებებში. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრებია აქ თამაშობენ არაპროფესიონალი ფეხბურთელები მათი დიდი ნაწილი არის მეხანძრე, მაშველი ან უბრალოდ დასაქმებულია სხვადასხვა სამსახურში. ქვეყნის ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო მთავარი ვალუტა გიბრალტარული გირვანქა. ბევრმა ადამიანმა გაერთიანებული სამეფოს ეს ნაწილი სწორედაც რომ ფეხბურთის ყურებისას გაიცნო სწორედ ამის შემდეგ გიბრალტარი ტურისტებისთვის მეტად პოპულარული ადგილი გახდა.
ფოლკლენდის კუნძულები – ოფიციალურად დიდი ბრტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია რომლისთვისაც სამხედრო დაპირისპირება მოხდა 1982 წელს არგენტინასა და ბრიტანეთს შორის. თავდაპირველად არგენტინამ მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენა მოწინააღმდეგეს მაგრამ ომში საბოლოოდ მაინც ბრიტანელებმა იმარჯვეს დღემდე არგენტინას პრეტენზია აქვს ამ ტერიტორიაზე. ფოლკლენდის კუნძულებზე ბოლო მონაცემებით ცხოვრობს 2 500-ზე მეტი ადამიანი ამ ადგილს ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ და ტერიტორიასაც ფინანსურად რათქმაუნდა ეხმარება დიდი ბრიტანეთი. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია სტენლი და ოფიციალური ენაა ინგლისური მთავარ ვალუტად აქ ფოლკლენდის გირვანქას იყენებენ. კუნძულებს ხშირად სტუმრობენ ბრიტანელი და ევროპელი ტურისტები ასევე აქ მრავლად არიან სამხრეთ ამერიკელი დამსვენებლები რომლებიც კუნძულს ყოველწლიურად სტუმრობენ.
ანგილია – მდებარეობს კარიბის ზღვაში და ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ვალი რომელსაც ცოტა არ იყოს სასაცილო დასახლება აქვს. ანგილია-ში ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო მთავარი ვალუტა აღმოსავლეთ კარიბული დოლარი ბოლო მონაცემებით აქ 12 000-ზე მეტი მცხოვრებია. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჭარბობენ დასავლეთ აფრიკელები რომლებიც ყველაზე მრავლად არიან ამ კუნძულზე აქ ხშირად შეხვდებით ევროპელებსაც. ანგილია მოიცავს რამოდენიმე მცირე კუნძულს აქ ვერ შეხვდებით მთებს და მაღალ წერტილებს ეს ტერიტორია დაბლობია. ადგილს ხშირად სტუმრობენ ბრიტანელი და ევროპელი ტურისტები იქიდან გამომდინარე რომ ანგილია დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის მას მთავრობა დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს ეს ტერიტორია 1980 წლიდან გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია.
სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები – ტერიტორიის ერთობლიობა რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია და მდებარეობს ატლანტის ოკეანეში იქიდან გამომდინარე რომ ამ ადგილას ძალიან ცივა მუდმივი მოსახლეები არ არიან მაგრამ ხშირად ტარდება ექსპედიციები და კვლევები კუნძულებზე მრავლად არიან პინგვინები ასევე ფრინველები მათ შორის ალბატროსი, თოლია, მეზღვიასებრნი და სხვანი. სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები ჯეიმზ კუკმა 1775 წელს აღმოაჩინა 1982 წელს როდესაც მიმდინარეობდა ფოლკლენდის ომი ეს ადგილები არგენტინელება დაიპყრეს მაგრამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები კვლავ დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდა ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია მეფე ედუარდ პოინტი. კუნძულზე გამგზავრების სურვილს ბევრი ტურისტი გამოთქვავს ამიტომაც აქ ხშირად მოდიან გემებით და ათვარიელებენ კუნძულებს. ლამაზი ბუნების შემხედვარე აქ ჩამომსვლელთა მსურველები ყოველწლიურად იზრდება აქვე განთავსებულია დიდი ბრიტანეთის რამოდენიმე მუდმივი კვლევითი ცენტრი.