ახალი ამბებიბიზნესი

ტრილიონისკენ გზაზე: Tesla-ს კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 500 მლრდ აშშ დოლარს

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ სამშაბათს 500 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, კვოტირებამ გადააჭარბა 527.48 აშშ დოლარს თითო აქციაზე და შეადგინა 540.4 აშშ დოლარს. ინვესტორებს სჯერათ კომპანიის: წელს აქციების ფასი ხუთჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მეტწილად სიმბოლურია, ის მეტყველებს ბაზრის ნდობაზე ილონ მასკის მიმართ.

სხვათა შორის, შეერთებული შტატების იმ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების კოტირება ხდება ბირჟაზე, Tesla იანვარში გახდა 100 მლრდ აშშ დოლარს ზემოთ კაპიტალიზაციით პირველი. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა ზედიზედ მეხუთე მომგებიანი კვარტლის შესახებ: მესამე კვარტლის შემოსავალი 8.77 მილიარდი იყო. ამავე თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მიწოდებულ იქნა 139 300 ელექტრომობილი, რაც კომპანიის ახალი რეკორდია. 

image.jpeg

Tesla უნდა შეუერთდეს S&P 500 საბირჟო ინდექსს 21 დეკემბერს, რამაც მიმდინარე თვის დასაწყისში მისი აქციების ფასის ზრდა განაპირობა, რადგანაც საინვესტიციო მენეჯერებს, რომლებიც S&P 500-ს აკონტროლებენ, თავიანთი პორტფელისთვის აქციების ყიდვა მოუწევთ. გასულ კვირას სააგენტო Morgan Stanley-მაც აწია Tesla-ს რეიტინგი და მრავალი წლის მანძილზე პირველად მისი აქციების შესყიდვის რეკომენდაცია გასცა. 

image.jpeg

მიმდინარე კვირაში აქციების ფასის ზრდის შედეგად მასკმა გაუსწრო Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და გახდა მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის მდგომარეობას. ილონ მასკის კუთვნილი კაპიტალი 2020 წელს 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მასკს 35-ე ადგილი ეკავა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ახლა კი Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბეზოსს მიუახლოვდა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button